თუ საოცნებო ქორწილი მთელ ზღვისპირეთში ყველაზე ლამაზი ხედებისა და მზის ჩასვლის ფონზე წარმოგიდგენიათ, არჩევანი სასტუმრო დრიმლენდ ოაზისზე უნდა შეაჩეროთ.წარმოიდგინეთ ზღვის პირას გაშლილი სადღესასწაულო სუფრა, გარშემორტყმული ყვავილებით და პალმებით, ულამაზესი დეკორაციები, უგემრიელესი კერძები, მაღალი სტანდარტის სერვისი და უსაზღვრო ბედნიერების შეგრძნება. ეს გარემო თქვენს ყველაზე გამორჩეულ დღეს ნამდვილად დაუვიწყარ და შთამბეჭდავ მოგონებად აქცევს.