ge
en ru
ge
COVID-19

თქვენი უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია

COVID-19 -სგან არსებული მდგომარეობის გამომდინარე, ჩვენს სასტუმროში ხორციელდება ახალი  პროცესები, სტუმრებისა და გუნდის წევრების უსაფრთხოებისათვის.პანდემიის განვითარების საპასუხოდ, ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ რჩევებისა და რეკომენდაციების დაცვას, რომელსაც გამოცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

სწორე ამიტომაც დანერგილია სასტუმროს 20  ეტაპიანი  და შეხვედრებისა და ღონისძიებების სივრცის 10 ეტაპიანი რეკომენდაციები სასტუმროს ყველა სივრცეში. თითოეული სასტუმრო შენობა  აღჭურვილია ყველა საჭირო რესურსებითა და საგანმანათლებლო მასალებით, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსისაგან (COVID-19) ან როგორ გამოვავლინოთ ვირუსის სიმპტომები.

სასტუმროს საოპერაციო დეპარტამენტები დეტალურად არიან ინფორმირებულნი და მომზადებულნი აუცილებელი და სავალდებულო მოსამზადებელი და პროფილაქტიკური ღონისძიებებისათვის, მათ შორის ჰიგიენის დაცვაზე (გამარტივებული შემოწმება და თერმოსკრინინგი, გადახდის პროცედურები, გაწმენდისა და გამაჯანსაღებელი პროცედურების სიხშირის გაზრდა), სახელმძღვანელო მითითებები თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი საზოგადოებრივ სივრცეებში, მითითებები სოციალური დისტანცირების შესახებ (მაგ: ოთახის მომსახურება, რესტორნების მანძილი, ტერასები, ღია და ახლო აუზები).

ჩვენი განახლებული პოლიტიკა მიზნად ისახავს მაქსიმალურ მოქნილობას და კომფორტული დაგეგმვის ორგანიზებას.